არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას შეხვდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა.

არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა

 

სოჩა აგრეთვე შეხვდა “სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად.”

საელჩოს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა “საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე”. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე. სოჩამ ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.

გარდა ამისა, სოჩამ შეხვედრებზე ისაუბრა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: ელენე “ხოშტერიას” ქმედების გასაპროტესტებლად რუსთავის “აიპიდან” მოიწვიეს ახალგაზრდები
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა