არჩილ თალაკვაძე: არცერთ დემოკრატიაში არ მოხდება, რომ სისტემურ ჩავარდნებზე და მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია და შანსი ჰქონოდა

„არცერთ დემოკრატიულ სისტემაში, არ მოხდება და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებში მხილებულ და სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელ პოლიტიკური პარტიას კიდევ პრეტენზია ჰქონოდა ხელისუფლებაში დაბრუნების“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა იცის, რომ მას ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებს.

„იქ ცდილობენ, რომ ამის კომპენსაცია გააკეთონ და ქართველ ხალხს ეუბნებიან ტყუილებს, რომ აშშ ჩამოვა, შეცვლის მთავრობას და ჩვენ მოვალთ. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოვისმინე ვერცერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რომ ისინი ერთ რომელიმე სისტემას უწევენ რეკომენდაციას. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ვიცით, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, ვიცით, რომ თქვენ გაქვთ მხარდაჭერა ქვეყანაში და მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი უზრუნველყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონს უკრაინის ხერსონის ოლქის გუბერნატორი ეწვია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: აშშ და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ამბობს, რომ გადის დიალოგიდან