არჩილ თალაკვაძე : მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2016 19:27

არჩილ თალაკვაძე : მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია

“ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, განცხადებას პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთებს. სხდომა მისი თქმით, 2-3 დღეში ჩატარდება , მანამდე კი თალაკვაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება. მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან გვაქვს გარკვეული თამაშის წესები და უხერხული იქნება ჩემგან რაიმეს თქმა იქამდე, ვიდრე ჩვენი ლიდერი გააკეთებს განცხადებას. პარტიის შიგნით მიმდინარეობს საკმაოდ ჯანსაღი პროცესები. რაც შეეხება ცვლილებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა საზოგადოების არჩევანიდან გამომდინარე. შემიძლია ვთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2016 19:27

Google სტატისტიკა


6,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics