არჩილ თალაკვაძე – ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას

რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მთავრობის დამტკიცების დაგეგმილ პროცედურებზე ისაუბრა.

„ამის შემდეგ მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურტით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არა აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, წარმოადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სტრუქტურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„არემჯი გოლდს“ ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ უნდა მიეცეს, ვიდრე კომპანია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნებას არ გამოიჩენს
შემდეგი სტატიადანაშაული და სახელმწიფო – უსაფრთხოების განცდა, სამართლიანობის აღდგენა!