არჩილ თალაკვაძე აკეთებს არასერიოზულ განცხადებებს

ნათია კორკოტაძე

advokatiბიძინა კუჭავას ოჯახი და ადვოკატები პროკურორს შეხვდნენ, თუმცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცათ. მათი განმარტებით, დოკუმენტები ორ დღეში გადაეცემათ, თუმცა დამოუკიდებელ ექსპერტს კვლევებში ჩართვა უკვე დღეიდან შეეძლება. როგორც ოჯახში აცხადებენ, გამოძიებას გარდაცვლილისთვის ჯერჯერობით ბრალდებულის სტატუსიც არ მიუნიჭებია.

ადვოკატებმა თბილისის პროკურორთან არჩილ თალაკვაძის განცხადებებზეც ისაუბრეს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არასერიოზულ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი.

„არჩილ თალაკვაძე აკეთებს არასერიოზულ განცხადებებს. შეწყვიტოს მან ასეთი ცილისმწამებლური განცხადებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინა კუჭავას საქმეს არ იძიებს და დააცადოს პროკურატურას და თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, შეიძლება უფრო მეტი ცუდი განცხადებებიც კი გააკეთოს, ვიდრე თალაკვაძემ,“ – განაცხადა ბიძინა კუჭავამ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ყველა შეწყალებულმა ირანელმა უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიადავით პოპოვი დეტალურად იხსენებს 17 იანვრის დღეს (video)