არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძეა. მისივე თქმით, არიან სხვა კანდიდატებიც, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს.

„ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება კანდიდატურა, რომელსაც შევარჩევთ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. კანდიდატურებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი არის, რომ ახალ პრემიერს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება და წარმოადგინოს გეგმა, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს. პარლამენტში ჩვენი მოლოდინი არის, რომ ახალ პრემიერს ექნება ძალიან აქტიური გეგმა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თალაკვაძემ ასეთი პასუხი გასცა: „თქვენ არ იცით, რომ გიორგი გახარიაც არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც განიხილება კანდიდატად“.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში კრიმინალური გარჩევის შედეგად გოჩა ალფაიძემ (ალფასონა) ქურდის სტატუსი დაკარგა!
შემდეგი სტატიავინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და რატომ გადადგა კვირიკაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა