არჩილ თალაკვაძე: 40%-იანი მხარდაჭერის ზღვარი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, გასული წლის 8 მარტის შეთანხმების დროს და ეს კონსტიტუციაშიც ასახულია

„კომენტარები გაკეთდა მხარდაჭერის 40%-იან ზღვართან დაკავშირებით – ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების დროს და კონსტიტუციაშიც ასახულია, რომ გამარჯვებული პარტია თუ 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებდა, უმრავლესობას და მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა. ჩვენ მივიღეთ 48% და სრული უფლება, რომ უმრავლესობაც და მთავრობაც ჩამოგვეყალიბებინა. შარშან, 8 მარტს ხელმოწერილ შეთანხმებაში პირდაპირ წერია 40%-ის ჩამკეტი, ეს არის უკვე კონსტიტუციაშიც ასახული მაშინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ფასილიტაციით ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს
შემდეგი სტატიარუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა