არჩილ თალაკვაძე : 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე და კრიტიკულად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2019 12:56

არჩილ თალაკვაძე : 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე და კრიტიკულად

2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე და კრიტიკულად, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები არის სპეკულაცია.

„ეს არის სპეკულაცია ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. სიმართლე არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე. მათ შორის საქმიანობს კრიტიკულად და ყველა ჟურნალისტს აქვს თავისი დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის შესაძლებლობა. თუ ასეთი ჩარევები ხდებოდა დღემდე, ასეთი ჩარევები ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სადაც იყო მცდელობა, რომ მათ ჰქონოდათ თავისი პარტიული ტელევიზია და ჟურნალისტები პირდაპირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2019 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics