არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს – სუბარი

არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს – აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარის თქმით, ის ექსპერტიზის დეტალების განხილვაში არ შევა და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, ოჯახის წევრები თავად გამოაქვეყნებენ ექსპერტიზის დასკვნას.
„მე არ ვილაპარაკებ გამოძიების და ექსპერტიზის დეტალებზე. პირველივე წუთებიდან ვთქვით, რომ ოჯახის მიერ ნდობაგამოცხადებული ექსპერტი სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა თითოეულ დეტალს, რაც ექსპერტიზას უკავშირდებოდა. ასე რომ, ოჯახი და ექსპერტი თვითონ გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩათვლიან, რომ გარკვეულ ეტაპზე ამის გამოქვეყნება და საზოგადოებამდე მიტანა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მიცვალებულს ძალიან სერიოზული წამების კვალი აღენიშნება. პრაქტიკულად, სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ეს კვალი არ აღენიშნებოდეს. ამაზე შორს მე ამ ეტაპზე აღარ წავალ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 წყარო: „ინტერპრესნიუსი“

banner
წინა სტატიაშისამხარაულის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა საჭირო ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა- შოთაძე
შემდეგი სტატიაყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რაც საქართველოს შეეძლო – შოთაძე მუხთარლის საქმეზე