არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა – გაეროს სესიაზე საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მორიგ სესიაზე.

სესიაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარება განიხილეს. სხდომაზე სიტყვით, გაეროში მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე გამოვიდა.

საქართველოსთან მიმართებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც.

დელეგატებმა დაგმეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება.

ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

banner
წინა სტატიაშითელავში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს