“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აუცილებლად გაფართოვდება” – პრემიერი

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მის ხსოვნას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა.

“დღეს წელიწადი შესრულდა ბოლოს რომ ვნახე, მას შემდეგ არ მინახია ჩემი შვილი, რაც დრო გადის უფრო ძნელია ოჯახისთვის, ყველასთვის”-აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა.

პრემიერმა დღეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზე ისაუბრა:

“არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს, ჩვენ სწორედ ასეთი დანაშაულების გამო შევქმენით ტატუნაშვილი ოთხოზორიას სია და ამ სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომელსაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვიმედოვნებ რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

banner
წინა სტატიაში“შარლი ებდო მონაგონი იქნება” – presa.ge-ს ემუქრებიან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს, ქართული სახელმწიფო მისნაირ გმირებზე დგას