არჩილ ტატუნაშვილის საქმე განგაშის სიგნალად უნდა იქცეს – ფიქრია ჩიხრაძე

პოლიტიკურ საკითხებში პრეიზნდეტის მრჩევლი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმე განგაშის სიგნალად უნდა იქცეს.
ჩიხრაძე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ზემოქმედების ბერკეტები სამწუხაროდ არ არის ბევრი ჩვენს ხელთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღე ჩვენ ძალიან აქტიურ ნაბიჯებს არ უნდა ვდგამდეთ. უპირველესი ამოცანა რომ ჩვენ ოჯახს გარდაცვლილი დავუბრუნოთ და მერე რა თქმა უნდა ეს შემტხვევა ვაქციოთ ძალიან სერიოზული განგაშის სიგნალად მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში,“-აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანოს
შემდეგი სტატიაპირველი მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ