არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა – მცხეთის სასამართლო ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელებს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე – მცხეთის სასამართლო დღეს წამებისა და მკვლელობაში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.

სასამართლო პროცესი 13:00 საათზე არის ჩანიშნული. ოჯახის ადვოკატი მარიამ ჯიშკარიანი იმედოვნებს, რომ სასამართლო ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს.

არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ მსჯელობებში” – უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება
შემდეგი სტატიასაქართველოს ძვირად დაუჯდა ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ განაგრძობს სვლას