არჩილ ტატუნაშვილის მამა, მისი შვილის საქმის გამოძიების წამების მუხლით გაგრძელებას ითხოვს

არჩილ ტატუნაშვილის მამა მის შვილთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისთვის მუხლის შეცვლას ითხოვს. გიორგი ტატუნაშვილის თქმით, საქმე მისი შვილის წამებით მკვლელობას ეხება და გამოძიებაც თავიდანვე ამ მუხლით უნდა წარმართულიყო. საქმის მასალებს, სავარაუდოდ, დღეს გამომძიებელი ტატუნაშვილების ოჯახს გააცნობს. გუშინ სამხარაულის ბიურომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. მასში ასზე მეტ ბლაგვი საგნით მიყენებულ დაზიანებასა და მოტეხილობებზეა საუბარი.

“მაგ მუხლით უნდა აღძრულიყო თავიდანვე, მე ხომ თავიდანვე ვიძახდი რომ ნაწამებია ჩემი შვილი,”-აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიას შექმნის
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც დედაქალაქში რამდენიმედღიანი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილება ვერ შეძლო