არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია საიმედოა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია საიმედოა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის საქმე ბოლო დროის მოვლენებში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმეა.

„ბოლო ინფორმაცია იყო საიმედო და ველოდებით, საბოლოოდ მაინც გადაწყდება გადმოსვენების საკითხი, რომ ოჯახს მიეცეს მართლაც დატირების საშუალება, რაც არის ადამიანურად ყველაზე მძიმე და ემოციური მომენტი. რაც შეეხება შემდეგ ქმედებებს, იცით, რომ დაგეგმილია პარლამენტში რეზოლუციების განხილვა. ჩვენს მიერ ინიცირებულ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, არის ძალიან მკაცრი შეფასებები და ფართო ხედვა, ამ ძალიან მძიმე შემთხვევის გამო საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის, მობილიზების, რეაგირების და მგონია, რომ ეს დოკუმენტი ყველა ძალის მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენთვის მთავარია, ამ დოკუმენტს ჰქონდეს არა მხოლოდ შეფასების, არამედ ძალიან მკვეთრი ეფექტი და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შინაარსი. ეს დოკუმენტი კარგად მომზადებულია, თუ საჭიროა რამეს დამატება ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიზამთრის სპორტული ოლიმპიადის საქართველოში ჩატარება უდიდესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიაგერმანია რამდენიმე წლით შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე