23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს რეჟიმმა 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მუსელიანცს ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს “534 ლარის ზიანი მიადგა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებში უკვე რეგიონებშიც ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიამეწარმეებს, რომლებიც საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძეს აწვდიდნენ, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ