არჩილ მუსელიანცის სასამართლოზე ის მოწმე პოლიციელი მიიყვანეს, რომელმაც ჩვენება სხვა სინდისის პატიმრის წინააღმდეგაც მისცა

არჩილ მუსელიანცის სასამართლოზე ის მოწმე პოლიციელი მიიყვანეს, რომელმაც ჩვენება სხვა სინდისის პატიმრის, ანზორ კვარაცხელიას წინააღმდეგაც მისცა.

“დიახ, ორივე საქმეზე მოვედი კი და კიდევ ბევრზე მოვალ” – უთხრა პოლიციელმა “პირველებს”

მანამდე კი სამართლამცველი, ლევან ჩხიკვაძე სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ მუსელიანცი მან გამოკითხა, სინდისის პატიმარმა კი საკუთარი თავი კადრებში ამოიცნო. ამ ნათქვამს პროცესზე მუსელიანცის გაღიზიანება მოჰყვა, მან პოლიციელი სიცრუეში დაადანაშაულა.

სინდისის პატიმარმა თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობდა. როგორც მუსელიანცი ამბობს, მას ოპოზიციონერი ლიდერის დასახელებას აიძულებდნენ.

მოწმე პოლიციელი სასამართლო დარბაზის დასრულების შემდეგ ამტკიცებდა, რომ მუსელიანცის გამოკითხვისას, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

რეჟიმის პატიმრის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაში“ნინი, ცოლად გამომყვები?” -ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო სხდომაზე
შემდეგი სტატიაგუდალეთის ეკლესიის გალავნის კოშკი ჩამოინგრა