არჩილ მუსელიანცი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს: თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს…

„მე მიღირს მათთვის ცხოვრება, მე მიღირს მათთვის სიკვდილი“ – ეს სიტყვები თქვენი ნათქვამია და თქვენ ეს სიტყვები ჩვენზე თქვით, პატიმრებზე. შეუძლებელია, გულგრილი ვიყო/დავრჩე ამ სიტყვების შემდეგ. თქვენ ემსახურებით უფალს და არ გეშინიათ სიმართლის თქმა, მართალია უფალი ჩვენთან არის და სიმართლეს ვემსახურებით.
მამაო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძალიან მერიდება და თან გულით მსურს, რომ თქვენ მაზიაროთ. როგორც ვიცი სასულიერო პირებს უპრობლემოდ ახვედრებენ ნებისმიერ პატიმართან, და, თან გულიანად ჩაგუხუტებით ❤️. ვიმედოვნებ, რომ პრობლემები არ შეგექმნებათ, თუ ჩემთან შესახვედრად მოხვალთ.
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პოზიციის ღიად საუბრისთვის. „მელაძის შაბათ“-ს ვუყურე და ლამის განკითხვის დღე მომიწყვეს ზოგიერთმა სასულიერო პირმა, რომლებიც აშკარა ლოიალობით გამოირჩევიან „ოცნებისადმი“.
ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ თუ ვერ შეძლებთ, გთხოვთ, სხვა სასულიერო პირი შემოვიდეს, მადლობა.
პატივისცემით და დიდი სიყვარულით, არჩილ მუსელიანცი“ — წერია წერილში, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა
შემდეგი სტატიალატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა