არჩილ მესტვირიშვილი: ყველა შეთანხმებულია, რომ იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არის ონლაინ სესხები, არ უნდა იყოს

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არის ახლა, არ უნდა იყოს. ამას ეთანხმებიან ასევე ამ სესხების გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საფინანსო სექტორში მუშავდება პაკეტი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ონლაინ სესხების დარეგულირებაა.

„რა ტიპის რეგულაცია იქნება, ამას მომავალში გეტყვით, თუმცა იმ ტიპით როგორიც დღესაა წარმოდგენილი, ასე ვერ იქნება და ამაზე ყველა თანხმდება. სხვადახვა მეთოდი განიხილება და ამაზე დეტალურად იქნება განცხადებები გაკეთებული“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა