არჩილ ხაბაძე თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებაში“ გუნდის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს.

„ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. გუნდის გადახალისება მიმდინარეობა, მათ შორის არის თავმჯდომარის საკითხიც. პირადად ჩემს ადგილს გუნდი და პარტია დაინახავს იქ, სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით ყველაფერს”, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მისი თქმით, გადადგომის საკითხი უახლოეს ორ დღეში გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწელს საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში უკვე ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი ღვინო