არჩილ ხაბაძე ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც “თაიმერს” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ცენტრალურ მაგისტრალზე შეფერხება მხოლოდ ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან შეინიშნებოდა, რომელიც საავტომობილო შემთხვევის გამო წარმოიშვა. შეფერხება საპატრულო-სამაშველო სამსახურების დახმარებით დროულად აღმოიფხვრა. თავმჯდომარემ დაათვალიერა ასევე ქობულეთში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისაგან უშუალოდ გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია კვლავ შეწყვეტილი აქვს ქობულეთის 4000-მდე აბონენტს. ენერგო-პრო ჯორჯიას სპეციალური ჯგუფები ადგილზე განაგრძობენ აღდგენით სამუშაოებს. უხვი ნალექის გამო დღეს სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 საჯარო სკოლასა და ბაღებში.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურები ქალაქის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს დილის 06:00 სთ-დან ამ დრომდე უწყვეტად ახორციელებენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ბარცხანის ხიდზე, ქათამაძის, ნონეშვილის, გოგოლის, თაბუკაშვილისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე. გვიან ღამით გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. გაიწმინდა ტროტუარები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა, მაგრამ ძლიერი თოვის გამო ქუჩები მალევე იფარება თოვლით, რის გამოც ხდება განმეორებითი სამუშაოების გატარება. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შპს ,,სანდასუფთავების” 3 გრეიდერი, 5 თოვლსაწმედი მანქანა, 8 ტრაქტორი, 4 ბობკატი, 3 ტროტუარის საწმენდი მანქანა. პარალელურად გზის სავალ ნაწილზე იყრება ტექნიკური მარილი. მთელი დღის მანზილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული რეჟიმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ქართველ ემიგრანტთა გალობა მილანის სან მარკოს ტაძარში