„ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მცდარი ინფორმაცია გავრცელა.
“დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები, არ არსებობდა ადამიანების რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არ შეუცვლია ქართველ ხალხს ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აი, აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.
მათ არანაირი მტკიცებულება რომ არ აქვთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხების გასაბათილებლად, ეს ორჯერ ორია. მან ორი საათის განმავლობაში ილაპარაკა ყველაფერზე და არაფერზე სარჩელთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ”, – განაცხადა გორდულაძემ.

















