პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი „ყბადაღებული საკითხი“, რომელზეც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ საუბრობს, მილიონიან ავტომანქანას შეეხება.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპეციალიზებული ავტომობილი, რომელიც რისკების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტის დროს გამოიყენება.
„გახარიას, თქვენს ბელადს თვალის ჩაპაჭუნება და „შკოდით“ სიარული თუ აქვს მხოლოდ და მხოლოდ საამაყო, კარგად ყოფილა ამ ყველაფერზე ხელმომწერი აგენტის მდგომარეობა“, – განაცხადა გორდულაძემ.















