10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეშფოთებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში „ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესს“ უკავშირდება. გორდულაძის თქმით, ორმაგი სტანდარტი სახეზეა, რადგან იგივე პირი უკრაინაში 18-ზე მეტი პარტიის აკრძალვასა და საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერდა.

„ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, მიუღებელია მცდელობები, როდესაც უცხოეთიდან ცდილობენ მართლმსაჯულებაზე ზეწოლას.

„ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთება“, — აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასოფელ ხუნწში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს