22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

არჩილ გორდულაძე: ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება

ევროპელ ბიუროკრატებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავთ და ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება.

„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან, ან მიზანად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგენტების აქტუალიზაცია. ამ ორიდან რომელია, საზოგადოებამ აირჩიოს, მაგრამ მგონია, ორივე ერთადაა. ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავს. ამ დროს ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეუფარდა