21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

არჩილ გორდულაძე: ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თვითონ ევროკავშირში მოძებნონ

ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თვითონვე მოძებნონ და თავიანთ გადაწყვეტილებებს გადახედონ! – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებად სჭირდება ევროკავშირს საქართველო, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელმაც თქვა, რომ “მნიშვნელოვანია ბრიუსელი დიალოგის გზას დაუბრუნდეს“.

გორდულაძემ დღეს “შუა დერეფნისა“ და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი ქვეყანა აქ დიდი როლს ასრულებს და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს.

ევროკავშირის მიმართ ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის საპასუხო. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არა ვართ. როდესაც არის თავდასხმა, თავდასხმასა და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე, რადგან ასეთია ქართველი ხალხის დავალება. ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ – ყველამ კეთილი ინებოს და და პატივის სცეს მის უდიდებულესობას ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

banner
წინა სტატიაშიღვინის ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან ყურძენს 20 ლოკაციაზე იბარებს
შემდეგი სტატიაე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა