4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

არჩილ გორდულაძე: ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი

„ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს.

გორდულაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია „ლელოს“ ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი:

„პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს.

დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაშიც ჩაწერეს. დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: „ლელომ“ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართული საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“,- განაცხადა გორდულაძემ.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე: გორდულაძეს სამართლებრივი არგუმენტი, რომ არ აქვს და გაცამტვერდა მთელი ამ სამართლებრივი პროცესით
შემდეგი სტატიარაც გვარამიამ იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია- არჩილ გორდულაძე