არჩილ გეგეშიძე : საგარეო უწყებამ მიიჩნია, რომ ჩემთან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია

ახსნა-განმარტებები გავაკეთე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყველა არგუმენტი წარვადგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს, რომ საკითხი ამოწურულია, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის რჩება ელჩის თანამდებობაზე და აგრძელებს მუშაობას.

„ის ინტერპრეტაციები, რაც მედიაში ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელდა, უცნაური და მიუღებელი იყო. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში, ყველა არგუმენტი წარვადგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს, რომ საკითხი ამოწურულია და ვაგრძელებ მუშაობას. მე მევალებოდა ჩემი უწყებისთვის ამ ახსნა განმარტებების მიცემა და მათ ეს მოისმინეს”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

ამ განცხადების შემდეგ ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : “შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს, ომის თავიდან აცილებაა”