13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

არჩილ გამზარდია: სტატიკური პროტესტის ნაცვლად პროცესუალური პროტესტი, რომელმაც მოვლენები უნდა შექმნას

“თეორიულად, დარჩენილი სამოქმედო ვარიაციებიდან ყველაზე ლოგიკურად 4 ოქტომბრის პრინციპი მესახება – სტატიკური პროტესტის ნაცვლად პროცესუალური პროტესტი, რომელმაც მოვლენები უნდა შექმნას.
სტატიკურ პროტესტს ეფექტი რომ ჰქონდეს, ნომინალური დემოკრატია მაინც უნდა არსებობდეს, ხელისუფლებას აღელვებდეს პრესტიჟი და არჩევნების შესაძლო შედეგი, მაგრამ თუ ნომინალური დემოკრატია არ არის, ძალაუფლება ბუნებრივ პრესტიჟს ვერ ეპოტინება, აღიარებას ძალადობით ცდილობს და არჩევნები არ აღელვებს, რადგან მოდიფიცირებას უწევს არჩევნებს და არც აქ ანიჭებს ფასს არჩევნების ბუნებრივ პერსპექტივას.
რაკი-ღა არც არჩევნების პერსპექტივას ვხედავ, არც სტატიკური პროტესტის ეფექტიანობის პირობას, გარკვეული ანარქიის შემოტანა იძულებითი აუცილებლობა ხდება და თეორიულად ერთადერთი დარჩენილი რესურსი.
თამასის აწევას 4 ოქტომბრის მიმართ მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ, მაგრამ როგორც ლოგიკა, ყველაზე გამართული ეს არის.
პრობლემა აქ ის არის, რომ ასეთ განვითარებას სჭირდება ავტორიტეტული ლიდერ(ებ)ი (რევოლუციური ფორმატი) ან მძაფრი მასობრივი სიძულვილი და მეამბოხე მასა (აჯანყების ფორმატი).
ამ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში არის ლიდერის კრიზისიც და ვფიქრობ, არც ანტაგონიზმის საკმარისი დონეა, როგორც მასობრივი ამბოხის აუცილებელი პირობა.
რომ არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან მცირე თანამშრომლობის რესურსი, კომპრომისის რესურსი, მაგალითად ოპოზიციამ რაღაც მოითხოვა და ისე გააკეთა ხელისუფლებამ, რათა გქონდეს იმედი, რომ ხელისუფლებაზე რაიმე ზეწოლა შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მისაღწევად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით 4 ოქტომბერს ვუყურებ ძალიან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვუყურებ მოლოდინების ასე აწევას, თუმცა სხვა შესაძლებლობების რესურსი მგონია რომ აღარ დარჩა,-წერს ჟურნალისტი არჩიულ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჰონგ-კონგის კუარი-ბეის რაიონში მშენებლებმა 1000 ფუნტიანი აშშ-ში წარმოებული ბომბი აღმოაჩინეს