არჩილ გამზარდია: „ქართული ოცნების“ პარადოქსების TOP-ათეული კორონავირუსის ჟამს

„ქართული ოცნების“ პარადოქსების TOP-ათეული კორონავირუსის ჟამს:

1. რეგულაციის მომხრე ხელისუფლების მხარდამჭერები ამბობენ – ის, რომ მანქანაში მყოფი მგზავრების საბუთები ნახოს პოლიციამ, არიან თუ არა ერთი ოჯახის წევრები, ამაზე პატრულის მოცდენა არ შეიძლება, სად აქვს ამდენი დრო პატრულსო – ავტომობილში მგზავრების საბუთების ნახვის დრო პოლიციას არ აქვს, მაგრამ თითოული მოქალაქის ფეხით გადაადგილების თვალის დევნების, დისტანციის გაზომვისა და 3000 ლარიანი ჯარიმების და ოქმების გამოწერის დრო პოლიციას სულ აქვს.

2. ცოლ-ქმარს შეუძლია ერთ საწოლში წოლა, მაგრამ მანქანაში გვერდიგვერდ ვერ დასხდებიან.

3. ერთ ბინაში ცხოვრობენ დედა-მამა, შვილები, მაგრამ ერთ მანქანაში ისინი ვერ დასხდებიან.

4. მშობელს შეუძლია მხოლოდ ერთი ბავშვი დაისვას უკან. მეორე ან მესამე, თუნდაც ჩვილი ბავშვი ხელში, აკრძალულია.

5. თუ ცოლ-ქმარი ან მშობელი და შვილი ერთი ბინიდან გამოხვალთ, შეგიძლიათ სადარბაზოშიც გადაეხვიოთ ერთმანეთს, მაგრამ სადარბაზოდან რომ გამოხვალთ, თუ სოციალურ დისტანციას არ დაიცავთ, სულ რომ დაბადებისა და პირადობის მოწმობები აფრიალოთ, მაინც დაჯარიმდებით.

6. ხალხი უმუშევარი დარჩა, ხელისუფლებამ, კეთილები ვართო, ცოტა-ცოტას კომუნალურებს დაგიფარავთ თქვენივე ფულითო, მაგრამ… თუ რომელიმე ჩემი მეზობელი ბებო, ფინანსური პრობლემების მქონე, ქუჩაში გავიდა, მაგრამ მაღაზიაში არ შევიდა ან კიდევ მშობელმა შვილი აიყვანა ხელში და ისე დადგა მაღაზიის რიგში, პოლიცია მყისიერად დააჯარიმებს 3000 ლარით.

7. სულ რომ ონკანი გაგისკდეთ სახლში, ონლაინ მაღაზიაც კი არ არსებობს, რომ შეიძინო და მთელ სამეზობლოს არ გადაუკეტო წყალი ან თავად არ დარჩე უწყლოდ.

8. ცოლ-ქმრის გვერდიგვერდ ყოფნა ავტომობილში და ქუჩაში აკრძალულია, ჯანმრთელობისათვის საშიშიაო, მაგრამ პოლიციელები გვერდიგვერდ სხედან.

9. რეგულაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვირუსის ეშინია ყველას და ვირუსი შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, გარდა პოლიციელისა ან მთავრობის წევრისა, რომლებიც შეზღუდვებს არ ემორჩილებიან.

10. პრემიერი იძახის, უნდა ვიცხოვროთ და ეკონომიკაზეც, ხალხის სოციალურ პერსპექტივებზეც უნდა ვიზრუნოთ კორონავირუსის მიუხედავადო, მაგრამ ჯერ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პარადოქსი არ გაუუქმებია.

იხარე ერო”, –წერს ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშინინო ნიჟარაძე : აჭარის რეგიონში დაგვემატა სამი დადასტურებული შემთხვევა, ერთის პასუხს კი ველოდებით
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა