“ტოტალიტარული ძალაუფლება ითხოვს, სასულიერო ლიდერი იყოს არა დამოუკიდებელი, არა ავტორიტეტული, არამედ ტოტალიტარს დაქვემდებარებული პირი, რომელიც ტოტალიტარის დავალებებს შეასრულებს და გაამყარებს ტოტალიტარის ძალაუფლებას.
ესაა სულ დღევანდელი სინოდის სხდომის არსი, პრინციპი და მიზანი.
სულ მცირე, ფორმალური პროცედურა დარჩა ტოტალიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო სრულფასოვანი გადაფორმებისთვის,-წერს არჩილ გამზარდია.

ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
როგორ გადანაწილდა სინოდზე ხმები: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა, მიტროპოლიტმა იობმა ასევე 7 ხმა. ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოყო.

















