არჩილ გამზარდია: პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს

“ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ისაა, რომ მიზანში კვლავ პატრიარქია. არა მგონია, კვლავ ფიზიკური ლიკვიდაცია ემუქრებოდეს, მაგრამ ჩემი აზრი მიდის იქითკენ, რომ მის წინააღმდგეგ, ამჯერად ფიზიკურის ნაცვლად მორალური და ძალაუფლებითი დარტყმა უნდა მზადდებოდეს.

ეს იგივე მიზნის სხვაგვარი სტრატეგიაა, რაც ერთი წლის წინ მოხდა – ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობას ვგულისხმობ, რაც სახელმწიფომაც და ეკლესიამაც საგულდაგულოდ დამალა და ჯოხი მხოლოდ ერთ პირზე გადატეხა, ისიც სხვა მოტივით, აბსურდული ბრალდებით – ამჯერად კი ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს.

ჯერ ვფიქრობდი, რომ მის მოსაყდრეზე შეიძლება მზადდებოდეს დარტყმა, თუმცა, მგონია რომ მეუფე შიოს არც აქვს სინოდში იმხელა წონა, მის წინააღმდეგ ამ მომენტისათვის შეთქმულება მზადდებოდეს, თუმცა ბოლომდეც ვერ გამოვრიცხავ ამის ალბათობასაც.

თუმცა, უმეტესად, მაინც მგონია რომ სამიზნე კვლავ პატრიარქია და დარტყმას პატრიარქის წინააღმდეგ სინოდის გარკვეული ნაწილი უნდა ამზადებდეს სხვა ხელისშემწყობებთან ერთად (ხელისუფლება, სხვა პოლიტიკური ნაწილი, გარეშე დაინტერესებული ზეგავლენითი ჯგუფები).

პატრიარქისადმი დარტყმის ამ სტრატეგიის მიზანი სავარაუდოდ, მისი ძალაუფლების, ზეგავლენის, რეპუტაციის, მორალური და ფსიქოლოგიური მდგრადობის დანგრევაა, რასაც პრინციპში მოჰყვება ან მისი ფუნქციური ან შესაძლოა ფიზიკური პარალიზებაც კი.

სახელმწიფო ჭაობშია, სასულიერო სივრცე მნიშვნელოვნად ჭაობშია, პროცესებს მართავს მაფია. მსგავსი რისკებიც აქედან მოდის.”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე არჩილ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშისაფეხბურთო ბოიკოტების ისტორია-ბრიტანელები რუსეთში არ გაემგზავრებიან
შემდეგი სტატიააშშ-ს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან