არჩილ გამზარდია: დღეს კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტირანიის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არ ჩანს

წინა ხელისუფლების მიმართ ერთადერთ და გადამწყვეტ ნეგატივად ვასახელებდით ტირანიის არსებობას მაშინდელ ძალაუფლებაში… კი, ბატონო… მაგრამ მე შეკითხვა მაქვს სხვა მიმართულებით – განა ტირანია არაა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც:

– აუბედურებს ისედაც შეუმდგარ ეკონომიკას, ანადგურებს ლარს, ყოველდღიურად გვიძვირებს ფასებს პირველად პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ.

– კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას კრიმინალის ზრდის გამო, კიდევ უფრო დაუცველს ხდის პაციენტსა და ექიმს, მოქალაქესა და პოლიციელს, მომხმარებელსა და ბიზნესს, დასაქმებულსა და დამსაქმებელსაც კი….

– კიდევ უფრო ავიწროებს ქვეყნის საზღვრებს, კიდევ უფრო საშიშ მდგომარეობაში აგდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. სასაზღვრო ზოლ(ებ)თან ცხოვრობენ…

– კიდევ უფრო დაუცველს ხდის ბიზნესს, მედიას, წარმოებას…

– ფორმალურ ხელისუფლებას სათამაშო ნაკრებებად ხდის, რომლითაც მხოლოდ ძალაუფლების პირი ან პირები ერთობიან…

– სახელმწიფოს მართავს კლანური – ფარული ძალაუფლებითი ჯგუფებით, ანადგურებს ინსტიტუციებს, სამართალს, სხვადასხვა ტიპის ხელისუფლებებს…

– თითოეულ ჩვენგანს ართმევს წარმატების ღირსეულად მიღწევის პერსპექტივას და ა.შ.გვართმევს ელემენტარულ უფლებებსაც კი და გვხდის სრულ უუფლებო, უსამა

ძალიან ბევრი შეიძლება ჩამოითვალოს…

დიახ, ეს ყველაფერი ტირანიაა… მხოლოდ თუ კი ადრე ტირანიის პარალელურად არაერთი მიმართულება ვითარდებოდა, დღეს მხოლოდ ფრაგმენტული წარმატებები და წინსვლა შეიძლება მოვიძიოთ და ისიც ერთეულები და არა საკმარისად მნიშვნელოვანი.

დღეს კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტირანიის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ტირანია სინამდვილეში ბევრად უფრო ყოვლისმომცველია და ყველა შრეშია შესული, ყველა ფენაში, თუმცა, თითოეულ ჩვენგან ამის საკმარისად გაცნობიერება გვიჭირს, რადგან ოფიციალური ხელისუფლება დაკომპლექტებულია კლოუნებით, რომლებიც საკმარის და საჭირო სიძულვილსაც კი ვერ იმსახურებენ მათი უსახურობისა და კარიკატურული შინაარსის გამო.

 

არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშიმივა თუ არა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე?
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილი გამოთქვა