არჩილ გამზარდია: “დამხობა” ნოყიერ ნიადაგს უქმნის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ასევე არადემოკრატიულია

“დამხობა” არაა საუკეთესო ტერმინი, რომლითაც შეიძლება პოლიტიკოსები პოზიციონერობდნენ დღეს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რადგან “დამხობა” თავისთავად ანტიდემოკრატიული და ძალადობრივი ტერმინია. ეს უფრო ნოყიერ ნიადაგს უქმნის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ასევე არადემოკრატიულია, თუმცა ერთგვარად “რაფინირებული დიქტატის” რეჟიმშია.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს პროგრამა მინიმუმი – ერთმმართველობის დასრულება და პროგრამა მაქსიმუმი – ხელისუფლების შეცვლა, მხოლოდ დემოკრატიის ფარგლებში და არა დამხობის ფარგლებში (ისიც არა კვლავ ვინმეს ერთმმართველად მოვლენით, არამედ დემოკრატიული მართვის ფორმატში).

ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ევროპული ფასეულობების ერთადერთი ხერხი, სწორებაც ამაზე უნდა იყოს. ეს ერთადერთი ალტერნატივაა”,-წერს არჩილ გამზარდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი – ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა- გია ვოლსკი