არჩილ გამზარდია: “არ შეიძლება პოპულიზმი განათლების მართვისას”

“ბატონმა განათლების მინისტრმა, ამ საპატივსაცემო ადამიანმა თქვა, რომ სკოლებში უნდა აღდგეს რელიგიის ისტორიის სწავლება.

პირველი, ეს გადაწყვეტილება არა მგონია იყოს მისი ბუნებრივი პოზიცია, რადგან სრულიად ამოვარდნილია ახლა სისტემური კომპონენტობისგან და საეჭვოა, რომ მასზე ზეწოლით მიიღო; შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ განათლების ახალი მინისტრიც კი ვერ ხვდება და ხედავს, რისთვის არსებობს სასკოლო განათლება.

მეორე, რელიგიის ისტორია არ ნიშნავს სულიერ სწავლებას და მით უფრო ბავშვის სულიერი მოცემულობის განვითარებას, მით უფრო მის კიდევ უფრო გაკეთილშობილებას თუ სხვა… ე.ი. ეს რაიმე აღზრდითი სტრატეგია კი არ არის, არამედ გარკვეული პოპულიზმი იმ მიამიტი ადამიანებისადმი, რომლებსაც ჰგონიათ რომ რაიმე სახის ისტორია, როგორც მეცნიერება შეამცირებს ძალადობას სკოლებში.

მესამე, რამდენი კვალიფიციური პედაგოგი არსებობს ამ კუთხით? რატომ ქმნიან დამატებით უხერხულობებს და რისკებს არასასურველი უკუკავშირისთვის?

არ შეიძლება პოპულიზმი განათლების მართვისას, იზრუნეთ იმაზე, რა მიზანი აქვს სასკოლო განათლებას და რა ინსტრუმენტებით მიიღწევა”

 

 

არჩილ გამზარდია

 

banner
წინა სტატიაში“ახალი საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შეცვლას და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიათიანეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა