არჩილ გაჩეჩილაძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება. ამის შესახებ “ბიზნესის კვირეულში” გადაცემის წამყვანმა და BMG-ის მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა.

“ეს ამბავი ძალიან მახარებს, ისევე როგორც მგონია, რომ ეს გამორჩეულად კარგი ამბავია მთელი ქართული ბიზნესისთვის. საქართველოს ბანკის ჯგუფი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა და მასში ინვესტირებული აქვთ ამერიკის ეკონომიკის ისეთ გიგანტებს, როგორიცაა JPMorgan, BlackRock. ამიტომ თან მიხარია და თან არც მიკვირს კანონზომიერება, საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორის იქ ყოფნისა, რასაც თქვენც გიზიარებთ”, – განაცხადა გიორგი ისაკაძემ “ბიზნესის კვირეულში”.

წყარო:BMG

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი პოსტს ტოვებს
შემდეგი სტატიარუსთაველის მეტროსთან ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა