არჩილ ბენიძე – “ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!”

“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არჩილ ბენიძე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ბენიძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობაში შიშს ნერგავს და ადამიანებს, რომლებსაც “პატრიოტთა ალიანსის” სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურთ, სამსახურის დატოვებით ემუქრება. არჩილ ბენიძის თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს “პატრიოტთა ალიანსს!”

“სამართლიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დიდი სირთულეებია. ხელისუფლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს შიშს ნერგავს მოსახლეობაში, რათა ისინი აგიტაციის პერიოდში შეხვედრებზე არ გამოვიდნენ. ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. რამდენიმე საჯარო მოხელეს, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურდა, დაემუქრნენ, რომ სამსახურს დაატოვებინებდნენ. ეს არის საშინელი ფაქტი, რომელიც წინა ხელისუფლებიდან “ქართულმა ოცნებამ” გადმოიღო. მათ ჰგონიათ, რომ, თუ ადამიანი საჯარო სამსახურში მუშაობს, აუცილებლად მათი ამომრჩეველი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს “პატრიოტთა ალიანსს!” – განაცხადა არჩილ ბენიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, კომპანია DDG-ის ინკასატორი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები ვიხილეთ