არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა ანუ მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი

არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა – ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ხალხი, თუმცა საზოგადოება იმდენად გაიზარდა, რომ ამას არ დაუშვებს.

„ეს იყო კაცთმოძულეობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩადიოდა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ თურმე ეს 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ რამას დამართავს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი მცნება – სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არ გვაქვს გააზრებული, სად ვიყავით და სად ვართ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში მის მიერ ნათქვამი ვირუსი მოდის იმ შხამ-კომბინატებიდან (ტელევიზიები), რომელიც საქართველოშია გახსნილია.

„ეს შხამ-კომბინატები ძალიან სერიოზულად ფინანსდება, რადგან ჩვენ დავუშვით მათი არსებობა. იქიდან ყოველდღიურად მოედინება ძალადობა, გარყვნილება, ცილისწამება, სიცრუე და ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლებით არის შეზღუდული და ამას ტელევიზიები ჰქვია (ბუნებრივია, ყველა არა). დილით ვიღვიძებთ უბედურებით, მთელი დღე ვიკვებებით უბედურებით და ძილის წინ დიდ „პორციას“ უბედურებას, სიცრუეს, ძალადობას და გარყვნილებას ვღებულობთ. ამ შხამ-კომბინატებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ 600 000 ადამიანი მივიდა და მოძალადეებს მისცა ხმა. ამ ფარჩაკებმა რა უნდა გვითხრან?“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და აგრძელებენ ჯალათობას, ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი
შემდეგი სტატია,,დაგიჭერდით, მაგრამ არ დაგიჭერთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ იმ 600 000 კაცის თავისუფლებასაც, რომელსაც თვალებში ბინდი აქვს”