არჩევნებზე, ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად მონაწილეობა განიხილება | კობახიძე

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტს ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს და განიხილება მისი კანდიდატად მონაწილეობას არჩევნებში, ერთ-ერთი პარტიიდან, თუმცა რომელი პარტიიდან, ამაზე კობახიძე არაფერს ამბობს:

“მას ჩვენ ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს საბოლოო ჯამში რეალურად დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგებზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის” ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ – ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ დაძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე – სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი