არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის 13 ფაქტი – შსს-მ გამოძება დაიწყო

არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის: ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) – 4 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) – 1 ფაქტი.

არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) – 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) – 1 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) – 1 ფაქტი;საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) – 2 ფაქტი.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) – 2 ფაქტი; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) – 4 ფაქტი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიავსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის თაობაზე – სახალხო დამცველი