არჩევნებში მერკელის ოპონენტი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იქნება

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინადადებით, ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მარტინ შულცი გერმანიის კანცლერის კანდიდატად დასახელდა – წერს “დოიჩე ველე” .

ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-კანცლერის ზიგმარ გაბრიელის თქმით, შულცი პარტიასაც უხელმძღვანელებს. მისი ძირითადი მოწინააღმდეგე მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი იქნება, რომელიც კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან მეოთხედ იყრის კენჭს.

გერმანიაში არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსით“ 44-ე ადგილზეა
შემდეგი სტატიამთავრობის განკარგულებით, დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა