ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს სულ მცირე 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც 22 ჟურნალისტსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე განხორციელდა დაშინების მცდელობა და მედიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა განცხადებაში ყურადღებას “ტვ პირველის” ოპერატორზე, პაპუნა ხაჩიძეზე განხორციელებულ თავდასხმასაც უთმობს და ამასთან, წერს, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს ისანში უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.