ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დასაკვირვებლად 27 კაციან დელეგაციას აგზავნის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, დამკვირვებელთა დელეგაციას ლატვიელი პოლიტიკოსი, ეროვნებით ებრაელი – ემანუელის ზინგერისი (ემანუელ ზინგერი) უხელნძღვანელებს. დელეგაცია საქართველოში 6 ოქტომბერს ჩამოვა და 9 ოქტომბრამდე დარჩება და გამგზავრებამდე კონფერენციას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ემანუელის ზინგერისს ევროკავშირში იცნობენ როგორც საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციისა და ქართული პოლიტიკური პრობლემების კარგ მცოდნედ. ის სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული ხშირად სტუმრობდა საქართველოს როგორც ევროკავშირის სხვადასხვა დელეგაციის წევრი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავეროსაბჭოს პარალელურად 8 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლებს – ეუთო, ევროპარლამენტი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაც აგზავნის.