13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

არჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას აპირებს “ძლიერი საქართველოს” ამომრჩეველთა 40% და გახარიას ამომრჩეველთა 46% – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, არჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას აპირებს ძლიერი საქართველოს ამომრჩეველთა მხოლოდ 40% და გახარიას ამომრჩევლის მხოლოდ 46.7%

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ ქართული ოცნების/ხალხის ძალის ამომრჩევლებს (70%-მდე).

არც ერთი ოპოზიციური ძალის ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც დადასტურებულად აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, არ შეადგენს
უმრავლესობას.

ოპოზიციური ძალების ამომრჩევლებს შორის, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ გახარია – საქართველოსთვის ამომრჩევლებს (46.7%), ხოლო ხოლო ყველაზე ნაკლებად – კოალიცია ცვლილებებისთვის ამომრჩევლებს (24.7%).

რაც შეეხება ერთიანობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, მათი ამომრჩევლების 36.8% აპირებს არჩევნებში დადასტურებულად მონაწილეობას.

კვლევის საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში ჩატარდა, შერჩევით ერთობლიობა 2 000 რესპონდენტი იყო, მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

შერჩევის ცდომილებაა ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი 71%

banner
წინა სტატიაში“წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს?” – შარმანაშვილი რიჟვაძის წერილზე
შემდეგი სტატიარიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე, ეროსი კიწმარიშვილმა მოიკლა – მიხეილ სააკაშვილი