„არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე“ – იან კელი

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. კელი ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულ პროცესს უწოდებს:

„სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. ჩვენ მოხარულები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას იმ ლიდერებთან, რომლებიც ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული სისტემა,“ – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო ცვლილებები – მესამე სექტორი კონკრეტიკას და არგუმენტებს ითხოვს
შემდეგი სტატია„ცოტას დავისვენებ“ – დავით ნარმანიამ თანაგუნდელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა