არჩევნების უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიზნით ცესკო ახალ ინიციატივას ახორციელებს

არჩევნების უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ ინიციატივას ახორციელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს წარმომადგენლები საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრეინინგს გაივლიან. ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებსა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. მიღებულ ცოდნას ტრეინინგის მონაწილეები მათ უწყებებს გაუზიარებენ.

„აღსანიშნავია, ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს- შორის. არჩევნები და უსაფრთხოება ეს არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე ქალების ჭორაობაზე გაკეთებულ განცხადებას უნებურ წამოცდენას უწოდებს
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე დაიკითხება