არჩევნების წინაღამეს ამ პროდუქტების დაფასოება და ულუფებად გადანაწილება მედიამ გადაიღო

იმერული ხაჭაპური, გორული კატლეტი, ჭყინტი ყველი – გიორგი კანდელაკის რესტორანში, გორში, არჩევნების წინაღამეს ამ პროდუქტების დაფასოება და ულუფებად გადანაწილება მედიამ გადაიღო.

როგორც რესტორნის წარმომადგენელი აცხადებს, ეს პროდუქტი გაჭირვებულ ხალხს უნდა დაურიგონ, თუმცა ის ვერ ან არ აკონკრეტებს, რატომ ემთხვევა ეს სამზადისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

ვიდეომასალა ადგილზე “ქართლი.ჯიმ” გადაიღო. ინტერვიუდან ირკვევა, რომ რესტორნის წარმომადგენელი ამ სამზადისსა და მის მიერ დაგეგმილ დახმარებას კანონდარღვევად არ მიიჩნევს.

 

https://youtu.be/qGcIix-uO-8

banner
წინა სტატიაშიფორმულას ჟურნალისტ სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 13:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები