“არჩევნების წელს, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

ოპოზიციური პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, ამის იქეთ ვერსიები და გამოძიება უკვე სამართალდამცავების საქმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ალექსი პეტრიაშვილი ლევან მიქელაძის საფლავზე მარტო იმყოფებოდა. როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე. ალექსი პეტრიაშვილი ამ დროს ადიოდა სასაფლაოზე და ეს იცოდა აბსოლუტურად ყველამ ვინც მას იცნობს.

“რაც შეეხება მოტივებს, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ოპოზიციური პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ცეცხლასროლი იარაღით არის დაჭრილი. ამის იქეთ ვერსიები და გამოძიება არის უკვე სამართალდამცავების საქმე. ისინი უკვე აქ არიან. მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა სამართალდამცავებს ალექსი პეტრიაშვილთან ლაპარაკის შესაძლებობა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებენ ამ საქმეს. ამ გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნების წელს, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, აქ, ახლა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. დავანებოთ თავი სპეკულაციას. ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაჭრილია თბილისში, დღის 12 საათზე”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე აღნიშნა, მისთვის უცნობია ემუქრებოდა თუ არა ვინმე ალექსი პეტრიაშვილს.

რესპუბლიკური სავადმყოფოს ეზოში იკრიბებიან თავისუფალი დემოკრატების ლიდერები ალექსი პეტრიაშვილის ახლობლები.

banner
წინა სტატიაში“დღისით, მზისით ასეთი დანაშაულის ჩადენა მიანიშნებს, რომ კრიმინალური თვალსაზრისით, რაღაც არ არის სწორად “
შემდეგი სტატიასამართალდამცველები ალექსი პეტრიაშვილის თანმხლებ სამ პირს კითხავს