“არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იყო იურიდიული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე იციან როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა, მათ აქვთ საკმარისი პერიოდი იმისთვის, რომ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია აწარმოონ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა. დღეს კი, პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პარტია “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” სამჯერ მაღალი რეიტინგი აქვს