“არჩევნების თაობაზე მსჯელობა არ გვქონია“ – ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის თაობაზე განმარტებები გააკეთა

რა საკითხები განიხილებოდა პრაღის შეხვედრაზე, ასევე ამ რაუნდზე მიმდინარეობდა თუ არა საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და განიხილეს თუ არა ეს საკითხი დახურულ კარს მიღმა დიპლომატებმა, ზურაბ აბაშიძემ ამ თემებზე განმარტებები დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ამ საკითხზე ისაუბრეს, თუმცა როგორც აბაშიძე აკონკრეტებს, ეს არ ნიშნავს, რომ თემა განიხილეს

„მან ისაუბრა ანტი რუსული განწყობის ზრდაზე საქართველოში და მე მას პასუხი გავეცი. ჩვენ კრიტიკას ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენ აქ პირს ვერავის ამოვუკერავთ. ჩვენი დიალოგი არანაირად არ ნიშნავს, რომ საქართველომ რაღაც კომპრომისები უნდა გადადგას სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. ამაზე იყო საუბარი, როდესაც მე მას ვესაუბრე გორის ინციდენტთან დაკავშირებით. მისი მხრიდან ეს კომენტარები გაკეთდა, მაგრამ ჩვენ არჩევნების თაობაზე მსჯელობა იქ არ გვქონია,“ – განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) გიორგი მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა
შემდეგი სტატია“შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს განვითარების გეგმის ნაწილად”- პრემიერმა აზერბაიჯანელ სტუდენტებს მიმართა